თავში

ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ისევ ჩავიდა

ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ისევ ჩავიდა
ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ისევ ჩავიდა

ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა. 

მან გარდაცვლილების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა. ძალიან ძნელია სიტყვებით გამოვხატო ის განცდა, რომელიც დღეს ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად კორპუსის ნანგრევებთან მოწყობილ სამგლოვიარო კედელთან ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ისხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system