თავში

,,ძალიან დიდი ხანძარია, ფართობი ჯერ არ ვიცით" - გორის მერი

,,ძალიან დიდი ხანძარია, ფართობი ჯერ არ ვიცით" - გორის მერი
,,ძალიან დიდი ხანძარია, ფართობი ჯერ არ ვიცით - გორის მერი

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ბაზრობა, რომელიც ამ წუთებში იწვის, არ ფუნქციონირებდა. 

მისივე თქმით, ხანძარი მასშტაბურია, თუმცა, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამ დროისთვის უცნობია. 

„ეს ბაზრობა დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. იცით, რომ ბაზრობები არ გახსნილა. ძალიან დიდი ხანძარია, მთავარია ჩაქრეს და მერე უკვე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი. ფართობი ჯერ არ ვიცით, მეხანძრეები შიგნით არიან შესული. როდესაც ჩაქრება, ზუსტ ინფორმაციას მოგავწდით“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ბაზრობაზე ხანძარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system