თავში

ძალიან ძნელია... გუშინ პირველად მეძინა - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

ძალიან ძნელია... გუშინ პირველად მეძინა - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან
ძალიან ძნელია... გუშინ პირველად მეძინა - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

ჟურნალისტი და "ტვ პირველის" წამყავნი, რომელიც მეუღლისგან, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან დაინფიცირდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მას კლასტერი არ ჰყავს. 

ჟურნლისტი იხსენებს, რომ მუდმივად გაურბოდა ვირუსს, თუმცა მაინც დაინფიცირდა. მისი თქმით, საჭიროა ვირუსის მოშინაურება და მასთან თანაცხოვრების სწავლა.

ვიკა ბუკიას ხველა და საერთო სისუსტე აწუხებს. ჟურნალისტს ასევე დასჭირდა დამამშვიდებელი და საძილე საშულებები. რაც შეეხება მის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილი თავს უკეთ გრძნობს და ხველაც შეუმცირდა. 

"ჩემი კლასტერი არ არსებობს. მიხარია ეს.

გუშინ საღამოს მტკიოდა არაფერი და ყველაფერი. ამას ქვია საერთო სისუსტე ალბათ, რომელიც ვირუსს ახასიათებს. ხველა მომემატა, ცოტა თვალები ჩამიწითლდა, მაგრამ სიცხე არ მაქვს. ისევ მიკეთებენ დექსას და დამათხელებელს. ხველის საწინააღმდეგო სიროპი. ინჰალაცია. და ტკივილგამაყუჩებლები. გუშინ პირველად მეძინა მთელი ღამე და ახლა გავიღვიძე. უძილობა არის ძალიან არასასურველი რამ და იმუნურ სისტემას ძალიან აზიანებს. ამიტომ აუცილებელი იყო უბრალოდ, რომ გუშინ დამეძინა. მომცეს საძილე საშუალებები და დამამშვიდებლები, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვარ აღმაფრენა ხასიათზე და ხანდახან ნერვები მღალატობს:) ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა არაა მარტივი. არაა მარტივი კი არადა, ძალიან ძნელია.

ვირუსს ვერ გავექცევით. აგერ, მე ხომ სულ მისგან გავრბოდი. და ხომ ვერ გავექეცი? ვირუსი უნდა მოვიშინაუროთ და მასთან თანაცხოვრება ვისწავლოთ. მე მგონია, რომ მკურნალობის პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც 20 წუთიანი გასვლები, მკაცრი წესების დაცვით, ეკიპირებით და თანხმლები პირების მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვების მკურნალობა ჩაკეტილ სივრცეში უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია.

ლევანი ძალიან კარგად არის. ისევ იღებს ანტიბიოტიკებს აბის და გადასხმის სახით. ისიც დამათხელებელს. დექსას მხოლოდ - მე. განმეორებით კატეს გაგვიკეთებენ ერთად ზეგ. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ფილტვების ზეპირად მოსმენის პრაქტიკა აქ არაა. აღჭურვილობის გამო ეს შეუძლებელია. ლევანს სულ უფრო ნაკლებად ახველებს. თუ გუშინწინ სულ ეძინა, ახლა სულ კითხულობს და ტელეფონზე ლაპარაკობს და ექიმებს ეკონტაქტება. აქ ყველას გონია, რომ მე უფრო უჟმური ვარ, არადა არაა ეგრე:))

ბევრი მეკითხება ბავშვების ინფიცირების შემთხვევაში სად არიან ისინი? მშობლებთან. ერთ პალატაში გადიან მკურნალობას. ძირითადად ბავშვები მშობლებისგან ინფიცირდებიან და ერთ პალატაში ხვდებიან. ჩემს გვერდით 11 თვის გოგონაა, ოჯახთან ერთად მკურნალობს და ყოჩაღადაა. აქ ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს გუშინ. მეტს ვერაფერს გეტყვით, მგონი ვინ, სად და რამდენი წევს ჩემზე კარგად იცით ბრიფინგებიდან.

პირობები ყველგან სხვადასხვანაირია. მე ვესაუბრები ერთ-ერთ ინფიცირებულს, რომელიც ბევრად ცუდ პირობებშია. ჩვენ საჯაროობას სანამ დააბრალებთ, აქვე გეტყვით ის ინფიცირებულიც საჯარო ადამიანია და ჩემზე ბევრად ცნობადი.

იზოლაციაზე ორი სიტყვით. სიმპტომების დაწყებამდე იზოალაცია აუცილებელია. ამიტომაც არ მყავს არც ერთი ინფიცირებული. ცხადია, ჩემამდეც მოვიდა ხმები, თითქოს სამსახურში სიცხიანი დავდიოდი, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ ამ ძალიან ბანალური ჭორის გარეშე არც მე დამტოვებდნენ" - წერს ჟურნალისტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system