თავში

"ძალიან კარგი ამბავი დამხვდა შატილში" - რა ფოტოებს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

"ძალიან კარგი ამბავი დამხვდა შატილში" - რა ფოტოებს აქვეყნებს გოგა ჩანადირი
ძალიან კარგი ამბავი დამხვდა შატილში - რა ფოტოებს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

"ძალიან კარგი ამბავი დამხვდა შატილში", - ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, შატილში სკოლის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწვა, თითქმის დასრულებულია.

,,სადაცაა სკოლისა და პანსიონის მშენებლობა მთლიანად დასრულდება. პრინციპში, ღობე და შენობის სრულად აღჭურვაღა დარჩა. თან, ადაპტირებულიც იქნება.

ბოლოს აქაურობა აგვისტოში ვნახე. მშენებლობას სულ ვადევნებდი თვალს და არ მეგონა, ასე სწრაფად შეცვლილი გარემო თუ დამხვდებოდა.

შატილში სკოლა შარშან დაიწვა.

ახალი სკოლაც ხისაა, მაგრამ როგორც მშენებლებმა მითხრეს, მასალა ცეცხლგამძლე სითხით დაიფარა." - წერს გოგა ჩანადირი

ცნობისთვის, შატილში სკოლა- პანსიონი 2019 წლის 17 ოქტომბერს დაიწვა. მანამდე ის 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით აშენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system