თავში

ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას - ინფექციონისტი მეორე ტალღის შესახებ

ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას - ინფექციონისტი მეორე ტალღის შესახებ
ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას - ინფექციონისტი მეორე ტალღის შესახებ

ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას. ამიტომ, როგორც კი დაიწყება გრიპის ვაქცინაცია, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა ჩაიტაროს – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმამთავარის პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსთან დაკავშირებით პროგნოზები რეალურად მაინც და მაინც არ მართლდება.

„გაუთვალისწინებელია ეს ტენდენციები, რადგან ახალი ინფექციაა. ამიტომაც არ ვიცით, როდის იქნება მეორე ტალღა ან საერთოდ, იქნება თუ არა, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ გრიპის სეზონი და კორონას ხელახალი აფეთქება ერთმანეთს დაემთხვა, რა თქმა უნდა ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას. ამიტომ, როგორც კი დაიწყება გრიპის ვაქცინაცია, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა ჩაიტაროს. “- განაცხადა ბუწაშვილმა.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, მეორე ტალღა არ არის მეცნიერულ-ეპიდემიოლოგიური ტერმინი და ის უფრო სახალხო ტერმინია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system