თავში

"ძალიან გავრცელებული აზრია და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ..." - მარინა ენდელაძის მიმართვა

"ძალიან გავრცელებული აზრია და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ..." - მარინა ენდელაძის მიმართვა
ძალიან გავრცელებული აზრია და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ... - მარინა ენდელაძის მიმართვა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, მეხუთე ტალღის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

როგორც ენდალძე განმარტავს, ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე სათანადოდ არ არის დაცული რეგულაციები.

"ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისია ჯერ მეხუთე ტალღის და ჯერ პიკისთვის არ მიგვიღწევია. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვაქცინაცია არის ძალიან შემცირებული, არ არის საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის ვაქცინირებული და გარდა ამისა, ისევ არ ვიცავთ რეგულაციებს. ვერ გამოვრიცხავ, რომ მეტი იყოს პიკი, ვიდრე იყო აგვისტოში" - განაცხადა ენდელაძემ.

მან ვაქცინაციის ეფექტურობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ვირუსი აცრილ ადამიანებსაც შეიძლება დაემართოთ, თუმცა მათ დაავადება მსუბუქად გადააქვთ და უმეტესობას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

"მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ძალიან გავრცელებული აზრი, რომ ემართებათ აცრილებსაც, დიახ ემართებათ, მაგრამ არა ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ ემართებათ ისე, რომ ან არ არიან ჰოსპიტალში მოსათავსებელი, ან თუ მოთავსდნენ, ისინი არ მძიმდებიან.

ჩვენი მაინც ყველაზე მეტი მიზანი ხომ ის არის, რომ სიკვდილობა არ გვქონდეს და ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს?! თუ ეს გვინდა, უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system