თავში

,,ძალიან გთხოვთ, ეგ გვაინტერესებს" - რას წერს ნიკა გვარამია

,,ძალიან გთხოვთ, ეგ გვაინტერესებს" - რას წერს ნიკა გვარამია
,,ძალიან გთხოვთ, ეგ გვაინტერესებს - რას წერს ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია ახალ გადაცემას იწყებს, რომლის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც საზოგადოების აზრი აინტერესებს.

,,მეგობრებო, ვიწყებთ ახალ კულინარიულ გადაცემას. სახელწოდება - პუტკუნების კულინარიული მოგზაურობა.

წამყვანებს ძალიან უხდებათ სიტყვა "პუტკუნები", არ სწყინთ და თავის თავსაც ასე მოიხსენიებენ. მე არ მივიჩნევ სიტყვა პუტკუნას დამამცირებლად, არც არავინ ჩემს ირგვლივ. მაგრამ მაინც მინდა გამოკითხვა ჩავატარო.

მაშ ასე, მიგაჩნიათ თუ რა დამაკნინებლად/დისკრიმინაციულად სიტყვა "პუტკუნები"?

თუ კი -

თუ არა - 

ძალიან გთხოვთ, სახელი მოგწონთ არ მოგწონთ არ გვაინტერესებს. დამაკნინებლად/დისკრიმინაციულია თუა სიტყვა პუტკუნა, ეგ გვაინტერესებს,მადლობა წინასწარ", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system