თავში

ძალიან გთხოვთ, ამ შტამისგან "ბუას" ნუ შევქმნით - გამყრელიძე

ძალიან გთხოვთ, ამ შტამისგან "ბუას" ნუ შევქმნით - გამყრელიძე
ძალიან გთხოვთ, ამ შტამისგან ბუას ნუ შევქმნით - გამყრელიძე

„ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მათ ინდური შტამის საქართველოში გავრცელების შესახებ რამდენიმე კითხვა დასვეს.

მისივე განცხადებით, თავად ინდოეთშიც კი, ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არაა გამოწვეული და იქ უმეტესად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. 

„იქ უპირატესობა აქვს ბრიტანულ შტამს. ორმაგი მუტაცია, რომელიც ინდურ შტამშია, არის უმცირესობაში. უმრავლესობაშია ბრიტანული შტამი. 

რა თქმა უნდა, ოდესღაც, ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო, მისგან რაღაც „ბუას“ ნუ შევქმნით. ვაქცინები, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტიანობით, ამ შტამებს ფარავს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში ე.წ ინდური შტამი ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system