თავში

"ძალიან კარგ ხასიათზეა" - ციხის დატოვებამდე მერაბიშვილი ადვოკატმა მოინახულა

"ძალიან კარგ ხასიათზეა" - ციხის დატოვებამდე მერაბიშვილი ადვოკატმა მოინახულა
ძალიან კარგ ხასიათზეა -  ციხის დატოვებამდე მერაბიშვილი ადვოკატმა მოინახულა

ციხის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ხვალ, 10:00 საათის შემდეგ დატოვებს.

"ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში შეიძლება, ითქვას, რომ ბოლოჯერ მომიწია შესვლა, რადგან ხვალ ტოვებს მერაბიშვილი საპატიმროს. ის არის ძალიან კარგ და ნორმალურ ხასიათზე. ჩვენ უკვე ხვალ, 10:00 საათზე შევიკრიბებით და დაველოდებით მეცხრე დაწესებულებასთან. დანარჩენს, როგორც შესვლამდე გითხარით, თავის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს გათავისუფლების შემდეგ. არის ძალიან კარგ ხასიათზე, არის გაუტეხავად, როგორც იყო ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში", – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system