თავში

ძალიან მაგარი ამბავი! მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ - ფხაკაძე

ძალიან მაგარი ამბავი! მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ - ფხაკაძე
ძალიან მაგარი ამბავი! მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ - ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, რომელმაც კლინიკების აკრედიტაციის პროცესი წამოიწყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ძალიან მაგარი ამბავი.ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ:

19 ივნისს ჩატარდა პირველი უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი, რომელიც არის ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე Accréditation Sans Frontières მიერ აკრედიტებული და მინიჭებული აქვს 4,5 კრედიტ ქულა (ASFCME Credits);

ონლაინ-ლექცია თემაზე:

„აორტის სარქვლის სტენოზი“ ჩაატარა შტუტგარტის საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარმა კარდიოლოგმა - რეზო ჯორბენაზემ Rezo Jorbenadze;

ონლაინ-ლექციას უძღვებოდა ” Accréditation Sans Frontières“ -ია უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გოდერიძე Tamuna Goderidze;

დამსწრეების რაოდენობა იყო 305, ხოლო პრე და პოსტტესტის შევსებით CME კრედიტ ქულების რაოდენობა მიენნიჭა 72 მონაწილეს.

ონლაინ-ლექციის ორგანიზებაში უანგარო მხარდაჭერა გაგვიწია პირველმა ქართულმა სამედიცინო საგანმანათლებლო ელექტრონულმა პლატფორმამ MEDU.GE MEDu- რისთვისაც უდიდესი მადლობა გვინდა გამოვხატოთ.

შეგახსენებთ

შეგახსენებთ რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ საათები აღიარებული გახლავთ სადაზღვევო კომპანია “არდი” -ს არდი • ARDI მიერ, როგორც შიდა ხარისხის სტანდარტი და ასევე აღიარებულია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტის მიხედვით (ASFCMEGEO Credit).

P.S კარდიოლოგიის სექციაში შემდგომი ლექცია დაგეგმილია 2021 წლის 17 ივლისს („ინფექციური ენდოკარდიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ - რეზო ჯორბენაძე).

სიახლეებისთვის ეწვიეთ გვერდებს www.accreditation.ge ; www.medu.ge" - ამბობს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system