თავში

"ძალიან მძიმე 2 კვირა გველის, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდი რისკია" - ივანე ჩხაიძე

"ძალიან მძიმე 2 კვირა გველის, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდი რისკია" - ივანე ჩხაიძე
ძალიან მძიმე 2 კვირა გველის, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდი რისკია - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ძალიან მძიმე ორი კვირა გველის. 

მისი თქმით, ძალიან დიდი რისკია, რომ ერთ დღეს ქვეყანაში თავისუფალი საწოლი აღარ იყოს. 

ექიმი საზოგადოებას სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"7 ათასი საწოლიდან 500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი კრიტიკული მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. 2 კვირა არის ის მინიმუმი დრო, როდესაც ნებისმიერი მკაცრი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, ნებისმიერი მკაცრი აკრძალვა შედეგს გამოიღებს.

ძალიან მძიმე 2 კვირა გველის წინ და ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად დიდი რისკია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩეს თავისუფალი საწოლი," - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system