თავში

,,ძალიან მომწონდი, ჩვენი სიყვარული რატომ არ შედგა ვერ გავიგე" - ზურა ხაჩიძე - VIDEO

,,ძალიან მომწონდი, ჩვენი სიყვარული რატომ არ შედგა ვერ გავიგე" - ზურა ხაჩიძე - VIDEO
,,ძალიან მომწონდი, ჩვენი სიყვარული რატომ არ შედგა ვერ გავიგე - ზურა ხაჩიძე - VIDEO

თოქ-შოუ ,,პროფილის" სტუმარი მომღერალი ზურა ხაჩიძე იყო, რომელმაც მისი ცხოვრების რთულ წლებსა და მეუღლეზე, ხათუნა ჟორდანიაზე ისაუბრა. 

როგორც ზურამ აღნიშნა, მის გვერდით ხათუნა რომ არ ყოფილიყო, ძალიან გაუჭირდებოდა.

მომღერლის თქმით, მის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო და მას რამდენიმე წლის წინ, მაია ასათიანიც მოსწონდა, თუმცა, ამბობს, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხათუნას ტვირთს ვერავინ აიღებდა.

,,ხათუნაში ყველაფერი ვიპოვე ერთად. საყრდენი, მეგობარი, ძმაკაცი... ასეთი ძლიერი ქალი რომ არ მყოლოდა, ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა. იყო წლები, რომ მე და ქეთას გვიყვარდა ერთმანეთი. იყო გოგო, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე...

სხვათა შორის, ძალიან მომწონდი ბორჯომიდან, ჩვენი სიყვარული რატომ არ შედგა ვერ ვგებულობ. იმიტომ რომ ალბათ სხვადასხვა გზებით წავედით. ნებისმიერი ქალი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, ხათუნას ტვირთს ვერ აიღებდა. ძალიან რთულია პოპულარული ბიჭის ცოლობა. საინტერესო და ლამაზ წლებთან ერთად, ურთულესი პერიოდები გვაქვს მე და ხათუნას გავლილი",  - ამბობს მომღერალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system