თავში

"ძალიან მძიმე ბრალდებაა მის მიმართ" - მეუფე ნიკოლოზი

"ძალიან მძიმე ბრალდებაა მის მიმართ" - მეუფე ნიკოლოზი
ძალიან მძიმე ბრალდებაა მის მიმართ - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე ისაუბრა და მიზეზები განმარტა. 

მიტროპოლიტის თქმით, ნინო ლომჯარიას მიმართ უნდობლობა ჰქონდათ.

"უნდობლობა იყო მის მიმართ. მასაც აქვს რაღაც ვალდებულება... ძალიან მძიმე ბრალდებაა მის მიმართ, რომ ბავშვების გადაბირებას აქვს ადგილი. მე ახლა მას ვერ დავდებ ბრალს, ამასაც გამოძიება უნდა. ეჭვზეა ლაპარაკი. შეპირდა პირობების გაუმჯობესებას, მატერიალური, თუ სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას. მოსყიდვაზე რა ვიცი... შეპირდა, რომ გადაიყვანდა თბილისში, მაგალითად", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system