თავში

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია" - პაატა იმნაძე

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია" - პაატა იმნაძე
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში აცრის მსურველთა რიცხვის შემცირება, ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას უკავშირდება.

"ყველაზე მეტი აცრა იყო იმ კვირეებში, როცა ყველაზე მეტი ავადმყოფი იყო ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ერთდროულად 60 ათასი პაციენტი იყო. იმ დღეებში იყო ყველაზე მეტი აცრილიც. ნუ ახლა, მოიკლო ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ახალი შემთხვევების რაოდენობამ, სამწუხაროდ, მოიკლო აცრების რაოდენობამაც.

ფაქტები ჯიუტია ხოლმე, ციფრებიც ძალიან ჯიუტია და მე ძალიან არ მინდა, ვიფიქრო ამაზე, რომ ეს ასე იყო. მაგრამ გამოდის, რომ იყო ბევრი ავადმყოფი, იყო ბევრი აცრა, შემცირდა ყოველდღიური ავადობა, შემცირდა აცრა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ეს", – განაცხადა პაატა იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით:

21 სექტემბერს აიცრა 13 962 ადამიანი.

22 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%

სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.6%. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 43 პაციენტი. კორონავირუსისგან კანიკურნა 2024 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system