თავში

,,ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა თავი კეთროვანი გგონია" - რას წერს ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა

,,ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა თავი კეთროვანი გგონია" - რას წერს ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა
,,ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა თავი კეთროვანი გგონია - რას წერს ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა

,,TV პირველის" ჟურნალისტი სიმონ შანავა, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

,,ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა მეგობარს შენი ნახვა არ უნდა.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა უბნის მაღაზიაში გეუბნებიან არ შემოხვიდე, შორს დადექიო.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა გეუბნებიან, კაფეში დედაშენი რატომ იყო შემოსულიო?!

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა მეზობლები ბავშვებს არიდებენ შენი ოჯახის წევრებს.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა ადამიანების თვალებში შიშს და ზიზღს ხედავ.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა თავი კეთროვანი გგონია.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, ძალიან ცუდი!", - წერს შანავა სოციალურ ქსელში.

სიმონ შანავა კორონავირუსის დიაგნოზით წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული. ჟურნალისტმა სამედიცინო დაწესებულება 23 ოქტომბერს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system