თავში

"ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე" - თამარ გაბუნია

"ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე" - თამარ გაბუნია
ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გოგელიას კლინიკაში გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

"გოგელიას კლინიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, როგორც კი გვექნება საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა, გავასაჯაროებთ. ტესტირების პროგრამის ხარისხის მონიტორინგს და ხარისხის უზრუნველყოფას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. გარდა ამისა, რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველო ასევე სისტემატურად აკეთებს ხარისხის მონიტორინგის ვიზიტებს, რაც უკავშირდება ინფექციის კონტროლის ზომების დაცვასა და ტესტის ჩატარების სისწორის შეფასებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ფაქტები ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ფაქტების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება დროულად დასრულდეს", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. მათივე ცნობით, ექიმს, რომელიც იმუნიზაციას ახორციელებდა, შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system