თავში

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. 

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს. 

მიზანშეწონილია, მოერიდოთ ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში უმიზნო გადაადგილებას. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარი და ფანჯრები. შეგახსენებთ, რომ მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793 და გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ. 

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system