
თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური დანაყოფები.