თავში

ძმის მიერ ტყუპისცალის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

ძმის მიერ ტყუპისცალის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატ
ძმის მიერ ტყუპისცალის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გორში, ძმის მიერ ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, მედიაში გაჟღერებული ამბავი, თითქოს სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის ადგილზე დააგვიანა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს, 21:18 სთ-ზე შემოვიდა გამოძახება გორის რაიონის, სოფელი ქვემო ახალსოფლიდან. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა 21:40 სთ-ზე. ხოლო 22:00 სთ-ზე პაციენტი კლინიკა "გორმედიში" იქნა შეყვანილი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system