თავში

თენგიზ ცერცვაძე: ეს გადაგვარჩენს

თენგიზ ცერცვაძე: ეს გადაგვარჩენს
თენგიზ ცერცვაძე: ეს გადაგვარჩენს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველა ჩვევა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს, საზოგადოებას გამოუმუშავდა, თითოეულმა მოქალაქემ შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც უნდა გაითვალისწინოს. 

,,ყველაფერი ის, რასაც აქამდე ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ნებაყოფლობით უკვე და არა იძულებით, შევინარჩუნოთ. არა იმ მასშტაბით, მაგრამ ნაწილობრივ შევინარჩუნოთ, აი, ეს გადაგვარჩენს. არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში - ბავშვს ძალიან მკაცრად რომ ზრდი, მერე გაუშვებ და გადაირევა, ეს არ უნდა დაგვემართოს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ახლა მოგვეცა ნება, მოგვეხსნა შეზღუდვები და თუ რამე დავიკელით ეს ორი თვე, მოდი ეს გავაკეთოთ", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების გათვალისწინება და სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია.

,,უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც დროის განმავლობაში, სანამ გადაივლის ეს ინფექცია, ან სანამ გაჩნდება ვაქცინა, ვიყოთ თავშეკავებულნი", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა და დარჩა ქვეყანაში, ნახეთ დეტალური ინფორმაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system