თავში

ხუნდაძე: შესაძლოა, COVID-19-ის მეორე ტალღა დამანგრეველი იყოს

ხუნდაძე: შესაძლოა, COVID-19-ის მეორე ტალღა დამანგრეველი იყოს
ხუნდაძე: შესაძლოა, COVID-19-ის მეორე ტალღა დამანგრეველი იყოს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, COVID-19-ის მეორე ტალღა, დამანგრეველიც კი იყოს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როდესაც საკითხი დგება - ჯანმრთელობა თუ სხვა დანარჩენი, ჯანმრთელობა პრიორიტეტულია.

,,შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს დამანგრეველიც კი. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სწორად არ აღიქვამს და პოლიტიკურ სარგებელს ეძებს ამ თემაში, ფიქრობს, რომ თითქოს საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით ჩვენ და არა შესაძლო მეორე ტალღისთვის. კი, საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით, რომ დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება, მაგრამ, როდესაც საკითხი დგება - ჯანმრთელობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა",  - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system