თავში

ე.წ მატროსოვის ციხე პატიმრებისგან დაიცალა

ე.წ მატროსოვის ციხე პატიმრებისგან დაიცალა
ე.წ მატროსოვის ციხე პატიმრებისგან დაიცალა

1-ელ მაისამდე ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია უნდა დასრულდეს,– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საპატიმროში მყოფი ყველა პირი რუსთავის #12 და #16 პენიტენციურ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებულ რეაბილიტირებულ შენობებში გუშინ გადაიყვანეს.

წულუკიანის განმარტებით, საქართველოში აღარ იარსებებს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. 

„ე.წ. მატროსოვის შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარებაში და ამას პირველ რიგში, თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული. შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაცია, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის, სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლების პრიორიტეტიდან გამომდინარე. რუსთავში #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესია, შედარებაც არ შეიძლება #9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება, ყველა მსჯავრდებული თუ ბრალდებული, ვინც #9-ში იმყოფებოდა, ორ ეტაპად იქნა გადაყვანლი ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება #9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელ მაისს უნდა დასრულდეს“,– განაცადა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system