თავში

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთში განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთში განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს
ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთში განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს

აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.  

ე.წ. ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. გადაწყვეტილების თანახმად ე.წ. არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაინიშნოს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 8 სექტემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია და შედეგები ე.წ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელმაც არჩევნების განმეორებით დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია 9 იანვარს, დღისით დაიწყო. და დღესაც გაგრძელდა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლას რ აპირებს.

"დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს "დეპუტატებმა" კენჭი გუშინ უყარეს. დადგენილებას მხარი 19 -მა "დეპუტატმა" დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. ერთმა "დეპუტატმა" კენჭისყრაში მოანწილეობა არ მიიღო. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია, თუმცა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. შედეგი კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელმაც განმეორებით არჩევნების დანიშნვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system