თავში

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ ამცნობს.

„ყოველ კვირას, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, სილამაზის სალონი, ბიბლიოთეკა, ზოოპარკი და ზოოკუთხე, მუზეუმები, საცურაო აუზები, ტურისტული ობიექტები; აიკრძალება ვიზიტი კაფეებსა და რესტორნებში, ნებადართულია Take away და შინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა; დაიხურება სავარჯიშო დარბაზები და ცენტრები; სასადილოებსა და სასტუმროს რესტორნებში, მომსახურე პერსონალი 35%-მდე შემცირება; დახურულ სივრცეში ადამიანთა დაშვებული რაოდენობა შეადგენს 10-ს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს, გამონაკლისს წარმოადგენს სამუშაო ადგილი და ერთ სივრცეში მცხოვრები ახლო ნათესავების შეკრების ადგილი; მომდევნო კვირის პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება სანაპიროები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system