თავში

ქუთაისში ,,ბოქლომების ომში" ცოცხები ჩაერთო

ქუთაისში ,,ბოქლომების ომში" ცოცხები ჩაერთო
ქუთაისში ,,ბოქლომების ომში ცოცხები ჩაერთო

ქუთაისში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საკრებულოს დეპუტატის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.

ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოებია დაკრული.

ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ქუთაისში, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის  საკრებულოს წევრის კაბინეტთან  ცოცხები,  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ,,დაბოქლომების" მცდელობის საპასუხოდ მიიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system