თავში

თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

თბილისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სააღმზრდელო პროცესის 12 ოქტომბრამდე გადადების გამო, საკვები პროდუქტებით ბავშვების უზრუნველყოფა მაქსიმალურად მოხდება.

„მინდა, დავავალო ილია ელოშვილს, რომ ბავშვების კვება პროდუქტების სახით, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პერიოდში და ორი კვირის წინ. ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. რეგულაციების მიხედვით, ბაგა ბაღების მართვის სააგენტომუკვეგადაამზადაბაღებისდირექტორები, რომლებმაცთავისმხრივ,შესაბამისიინფორმაციამიაწოდესბაღისთანამშრომლებს.

„მომზადდა აღსაზრდელთამიღება-გაშვებისგრაფიკი და შეიძინესსხვადასხვაინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system