თავში

პროფკავშირები: მაღაროში, სადაც მუშა გარდაიცვალა უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო

პროფკავშირები: მაღაროში, სადაც მუშა გარდაიცვალა უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო
პროფკავშირები:  მაღაროში, სადაც მუშა გარდაიცვალა უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალება უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

„ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ჩემი ვარაუდით უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. აქ ბიჭებმა თქვეს, რომ სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო. ზოგადად ჭიათურის მაღაროების უსაფრთხოების ნორმები კრიტიკას ვერ უძლებს“- განაცხადა პროფკავშირების ჭიათურის ოფისის ხელმძღვანელმა, პაატა სამხარაძემ.

ჭიათურაში გარდაცვლილი მუშა 29 წლის ნიკა ბოჭორიშვილია.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system