თავში

ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი - თინა ხიდაშელი

ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი - თინა ხიდაშელი
ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი - თინა ხიდაშელი

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი გერმანიიდან სასიხარულო ამბავს ავრცელებს. მან Facebook მეგობრებს გაუზიარა სიახლე მისი ჯანმრთელობის შესახებ. როგორც ჩანს, თერაპიის კურსმა შედეგი გამოიღო და ის მალე სიარულს შეძლებს. "ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი", - ამბობს ხიდაშელი.

"ალბათ ყველაზე ნაკლებად ამის დროა ახლა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, მოკლედ ჩემს ამბებს მოგიყვებით.

მე და დათო ისევ გერმანიაში ვართ და კარგი ამბავი გვაქვს. ფუნქცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი და თითქოს უიმედო იყო აღდგა. რაც იმას ნიშნავს რომ სრულფასოვან სიარულს შევძლებ. რა თქმა უნდა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს,მაგრამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი.

სამწუხაროდ, რაღაცეების ბოლომდე დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებისთვის კიდევ ერთი კვირა დაგვტოვეს…მაგრამ იმედია, მალე სიარულთან ერთად ცხოვრების რიტმსაც სრულად აღვიდგენ.

ასეთი ამბავი გვაქვს ჩვენ და ამ დაძაბულ დროს ვიცი გაგიხარდებათ.

PS მერკელს ჩემს გარეშე ხომ არ გააცილებდნენ გერმანელები. ხოდა დღეს არჩევნებია გერმანიაში და სამშობლოში კი ვერ შევძელი საარჩევნო ამბებეი მობაწილეობა და აქ დავესწარი ლიბერალების ღონისძიებებს", - ნათქვამია თინა ხიდაშელის პოსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system