
"ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით,"- ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.
თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.
"ამ მედიკამენტების საკითხზე, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება. კიდევ ვფიქრობ FBI-ის ჩართულობაზე. ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს," - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.