თავში

პაატა იმნაძე: ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველა კლასტერი შესწავლილია

პაატა იმნაძე: ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველა კლასტერი შესწავლილია
პაატა იმნაძე: ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველა კლასტერი შესწავლილია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აქამდე არსებული ყველა კლასტერი შესწავლილია და კიდევ მიმდინარეობს შესწავლა. 

„ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ყველა კლასტერი შესწავლილია. ჩემთვის სულ ერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში თუ ოჯახში. ყველას ვსწავლობთ“, - ასე უპასუხა პაატა იმნაძემ კითხვას ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა შესახებ - არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი აღნიშნული კლასტერი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული.აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. 8 პაციენტმა კლინიკა დატოვა. ეცხრე გამოჯანმრთელებული პაციენტი, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დღეს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system