თავში

ეზუგბაია: ნუ გავთამამდებით, თვითშეზღუდვები დავიწესოთ - VIDEO

ეზუგბაია: ნუ გავთამამდებით, თვითშეზღუდვები დავიწესოთ - VIDEO
ეზუგბაია: ნუ გავთამამდებით, თვითშეზღუდვები დავიწესოთ - VIDEO

,,ნუ გავთამამდებით, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, ჩვენ თვითშეზღუდვები უნდა დავიწესოთ", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ და სახლიდან გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

,,რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავლობა გარეთ. ვთხოვ მოსახლეობას, თავი შევიკავოთ თავყრილობისგან, სახლიდან გავიდეთ მხოლოდ აუცილებელ საქმეზე. მიღებული შედეგების გამყარებისთვის, აუცილებელია, რომ თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ.  ქვეყანას სჭირდება განვითარება, ამიტომ, შეზღუდვები და აკრძალვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ გაგებით მოვეკიდოთ ამ სიტუაციას და რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები გვქონდეს, ნუ გავთამამდებით", -  განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 456. გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 3787 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 337, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system