თავში

ეგონათ ავად ვიყავი, ან ტილები დამესია - მაკა ჩიჩუა

ეგონათ ავად ვიყავი, ან ტილები დამესია - მაკა ჩიჩუა
ეგონათ ავად ვიყავი, ან ტილები დამესია - მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სტილზე და საზოგადოების მისდამი დამოკიდებულებაზე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც მან გაიხსენა, თმის გადაპარსვა რომ გადაწყვიტა, გარშემომყოფების უცნაური რეაქცია მიიღო. "ბევრი თვლიდა, რომ რაღაც დაავადება მჭირდა ან ტილები დამესია" = იხსენებს მაკა ჩიჩუა., 

ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ თავადაც სურდა ტანსაცმლის შექმნა, თუმცა საქართველოში ქსოვილების არჩევანი მწირია, რის გამოც იმ ფორმებს ხშირად ვერ იღებდა, რაც სურდა.

"გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ პერიოდში ჩემი მეგობარი სპექტაკლს დგამდა და მთხოვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შერჩევაში დავხმარებოდი. წავედით სადგურზე, სადაც ღია ცის ქვეშ ჰქონდათ მეორადების დახლები გაშლილი. ხალხი არ იჯერებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო?

ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში ვფიქრობ, დიდ გავლენას გარემო ახდენს... თუმცა, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს!

ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასოდეს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც, ეს ბევრისთვის შოკი იყო.

ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამომდის, ჩემთვის არაფერია პრობლემა... ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუთხარი, თავი გადამპარსეთ-მეთქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია", - თქვა მაკა ჩიჩუამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system