თავში

"ეს არის სიცრუე" - კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"ეს არის სიცრუე" - კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ეს არის სიცრუე - კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

"სამინისტრო ეხმაურება "ტვ პირველის" საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამინისტროს მიერ 11 000 ლარის თაიგულები და გვირგვინები იქნა შეძენილი. 

სამწუხაროა, რომ ეს გახლავთ სიცრუე. სინამდვილეში, ამ მიზნით დახარჯულია 538 ლარი.

უხერხულია, რომ კულტურის სამინისტროს უწევს ამგვარ, ქართული კულტურისათვის შეურაცხმყოფელ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემა და იმის დაზუსტება, რომ ერთ-ერთ სახელოვან სპორტსმენს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაეგზავნა თაიგული, ხოლო კულტურის დიდი მოღვაწის, ან კიდევ დიდი არტისტისათვის პატივის მიგების მიზნით შეძენილ იქნა გვირგვინი კულტურის სამინისტროს სახელით.

ამასთან, სამინისტროს მიერ მთელი წლის განმავლობაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მსგავსი საჭიროებებისათვის ჯამურად განსაზღვრულია 9803 ლარი (რომელიც შესაძლოა დაკორექტირდეს), რაც ბევრად ნაკლებია სიუჟეტში დასახელებულ თანხაზე. შესაბამისად, სიუჟეტი აგებულია სიცრუეზე.

რაც შეეხება რეგიონებში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს გამგებლობაში მყოფ ორგანიზაციებს აქტიურად სტუმრობს და სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა. 

ინფორმაცია ვიზიტების შესახებ კი მიეწოდება მედიას.

შესაბამისად, რაიმე სახის დახურულ და საიდუმლო შეხვედრაზე საუბარი ასევე გახლავთ სიცრუე.

სიცრუეა ისიც, რომ თითქოს კულტურის სამინისტრომ ოზურგეთში რაიმე ღონისძიება 6000 ლარით დააფინანსა. სინამდვილეში, კულტურის სამინისტროს ოზურგეთში არც ღონისძიება ჩაუტარებია და არც რაიმე თანხა გადაუხდია. 

საბოლოოდ კი, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system