თავში

ეკატერინე ტიკარაძე: 22 მარტიდან მივიღებთ როგორც "ფაიზერის", ისე "ასტრაზენეკას" დოზებს

ეკატერინე ტიკარაძე: 22 მარტიდან მივიღებთ როგორც "ფაიზერ
ეკატერინე ტიკარაძე: 22 მარტიდან მივიღებთ როგორც ფაიზერის, ისე ასტრაზენეკას დოზებს

"არის მოლოდინი, რომ 22 მარტის კვირიდან მივიღებთ როგორც "ფაიზერის", ისე ასტრაზენეკას დოზებს". - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არსებობს გარანტია, რომ ეს თარიღი არ შეიცვლება. 

„ჩვენ ხელშეკრულება დადებული გვაქვს როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ისე „ფაიზერთან“. გვაქვს ყველა დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მეტად მტკიცე გარანტიები, რომ 22 მარტის შემდეგ წესით, ეს თარიღი აღარ უნდა გადაიდოს და გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინის დაპირებული რაოდენობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system