თავში

ეკატერინე ტიკარაძე ბოდიშს იხდის

ეკატერინე ტიკარაძე ბოდიშს იხდის
ეკატერინე ტიკარაძე ბოდიშს იხდის

შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, ამჯერად პორტალის შეფერხების მიზეზი მაღალი მიმართვიანობაა, თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, დღეს შემოსული დოზები საბოლოო არ არის და ეტაპობრივად ქვეყანაში "ფაიზერის" მილიონ დოზაზე მეტი შემოვა.

"შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსაურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე.

რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად.

ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა. თუმცა პარალელურად მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინაციის საიტზე https://booking.moh.gov.ge ამ დროისთვის შეფერხებაა. მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ.

ნობისთვის, დღეს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა შემოვიდა. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ხოლო მოქალაქეები "ფაიზერით" აცრას 16 ივლისიდან შეძლებენ.

"ფაიზერით" აცრა მხოლოდ 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

ნახეთ, როდის შეძლებთ რეგისტრაციას და აცრას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system