თავში

ეკატერინე ტიკარაძე და დიეგო კოლასი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციას გაეცნენ

ეკატერინე ტიკარაძე და დიეგო კოლასი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციას გაეცნენ
ეკატერინე ტიკარაძე და დიეგო კოლასი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციას გაეცნენ

ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას ვაქცინაცია 3 დაწესებულებაში შეეძლებათ: თბილისში - აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფოში და ქუთაისში - ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ვაქცინაციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა იმუნიზაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და საქართველოს მთავრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების ამ პროცესში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system