თავში

ეკატერინე ტიკარაძე: დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის შემოწმების პროცედურა

ეკატერინე ტიკარაძე: დროებით შეჩერდა სოციალშემოწმების პროცედურა
ეკატერინე ტიკარაძე: დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის შემოწმების პროცედურა

"მორატორიუმის ფარგლებში დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების პროცედურა და მათ უწყვეტად შეუნარჩუნდათ სოციალური დახმარება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ის პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე პანდემიის პერიოდში სოციალურ დახმარებებსა და მორატორიუმზე მოხსენებით წარდგა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, მტკიცე პოლიტიკური ნება გამოიჩინა.

გამოვაცხადეთ მორატორიუმი, რომლის ფარგლებში დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების პროცედურა და მათ უწყვეტად შეუნარჩუნდათ სოციალური დახმარება. აღნიშნული ღონისძიებით, ჩვენ მნიშვნელოვნად დავაზღვიეთ მოსახლეობა პანდემიის თანმდევი ფინანსური რისკებისგან.

გარდა სერვისების უწყვეტობისა, მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდამჭერი გეგმის ფარგლებში ყოველთვიური დახმარება მიიღო 200 000-ზე მეტმაოჯახმა, მათ შორის ბავშვიანმა ოჯახებმა. ამ მიზნით სულ გაიცა 76 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის, თვეში საშუალოდ 44 000-ზე მეტ პირზე გაიცა 30 მილიონ ლარზე მეტი”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system