თავში

ეკატერინე ტიკარაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფება

ეკატერინე ტიკარაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფება
ეკატერინე ტიკარაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა. ეკატერინე ტიკარაძე სავარაუდოდ მედპერსონალს შეხვდება და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას. 

ეკატერინე ტიკარაძემ ჰოსპიტალში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებაში სთავაზობს მკურნალობას. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system