თავში

ეკატერინე ტიკარაძე: იგეგმება ჩინეთიდან ფრენების აკრძალვა და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმადე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system