თავში

ეკატერინე ტიკარაძე: მობილიზებულია 3500 საწოლი

ეკატერინე ტიკარაძე: მობილიზებულია 3500 საწოლი
ეკატერინე ტიკარაძე: მობილიზებულია 3500 საწოლი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად შეძლებს ერთი თვის განმავლობაში, დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას.

მისივე თქმით, კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა პიკურ პერიოდში სამედიცინო პერსონალი სრულად მობილიზებული და აღჭურვილი იყოს.

„ამ ეტაპისთვის, გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფფიცირებულის მიღებას შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში, შეუფერხებლად, პარალელურად, ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს. დამატებით შეგვიძლია საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system