თავში

ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის თავშესაფრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის თავშესაფრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის თავშესაფრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნის შემდეგ, სამინისტრო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მასთან ერთად გააგრძელებს.

როგორც ის აღნიშნავს, დარჩენილი ბენეფიციარების ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს.

"როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მხარდაჭერით განახორციელებენ ბავშვთა შეფასებას, მათ ოჯახებში ან ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას. გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით", - ამბობს ტიკარაძე "ფორმულასთან"/ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system