თავში

ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით

ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით
ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდა.

„შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1264-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი და სულ განკურნებულთა რაოდენობაა 1054.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system