თავში

ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლოა, სწავლის გადავადების რეკომენდაცია გავცეთ

ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლოა, სწავლის გადავადების რეკომენდაცია გავცეთ
ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლოა, სწავლის გადავადების რეკომენდაცია გავცეთ

თუ გვექნება მაღალი მატება კორონავირუსით ინფიცირებულების, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა შეჩერდეს და კიდევ ერთხელ გადავადდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„რეკომენდაცია განათლების მხრივ, ცალსახად დამოკიდებული არის ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. იქედან გამომდინარე, თუ ჩენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system