თავში

ეკატერინე ტიკარაძემ 274 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა

ეკატერინე ტიკარაძემ 274 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა
ეკატერინე ტიკარაძემ 274 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა

ქუთაისში, "აია არენას" სტადიონზე გამართული ღონისძიებისას 274 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადაეცა. ცერემონიაში მონაწილეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო. 

"ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მათ ეს წარმოქმნილი ტვირთი, რომელიც ქართული ხელისუფლების, ქართველი ერის განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად დღემდე მოუგვარებელია და ისინი არ არიან დაბრუნებულები ჯერ თავიან კერაზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად ყველაფერს შევძლებთ და მუდმივი დიალოგით დავიბრუნებთ იმ ოკუპირებულ ტერიტორიას სადაც გაქვთ საკუთარი სახლი',- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, სახლების გადაცემის პროექტი იმერეთში გაგრძელდება. წლის ბოლომდე საცხოვრებელი კიდევ 111 ოჯახს, 2021 წელს კი 800 ოჯახს გადაეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system