თავში

ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა

ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა
ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე, კოლეგებთან ერთად, ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა.

როგორც report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიც იცრებიან. სამედიცინო ცენტრს აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system