თავში

"ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო" - მიხეილ სარჯველაძე

"ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო" - მიხეილ სარჯველაძე
ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო - მიხეილ სარჯველაძე

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის განმარტებას და გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე დარჩება, რა თქმა უნდა, იმ გუნდის წევრად, რომელიც რეალურად გააგრძელებს ამავე მიმართულებებით საქმიანობასა და მუშაობას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system