თავში

ექიმებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება

ექიმებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება
ექიმებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება

საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება იქნება 40, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის - 60 ლარი.

586-ე დადგენილებასთან დაკავშირებული ცვლილებები რეზიდენტურაში სწავლის მსურველებსა და ექიმის სერტიფიკატის მაძიებლებს საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ კახაბერ შალიკაძემ გააცნეს. შეხვედრა საქართველოს სამედიცინო უნივერისტეტში გაიმართა. საექიმო საქმიანობის მაძიებლებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის ნიადაგზე სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, ხოლო 501 პირი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system