თავში

ექიმი მიუნხენიდან: ჩვენ არც ისე შორს ვართ წამლისა და ვაქცინისგან

ექიმი მიუნხენიდან: ჩვენ არც ისე შორს ვართ წამლისა და ვაქცინისგან
ექიმი მიუნხენიდან: ჩვენ არც ისე შორს ვართ წამლისა და ვაქცინისგან

ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, - ამის შესახებ მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვაქცინის შესაქმენლად ტუბინგენის უნივერსიტეტში ერთ-ერთი მეცნიერი აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ, ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება.

„ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ არა უმეტეს რამდენიმე თვე გვაშორებს. შეიძლება კვირებიც. ვაქცინასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრებაა: კურავაქიე, ტუბინგენში ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობს ვაქცინის შესაქმნელად. რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში იქნება. თუმცა, შეიძლება გაცილებით ადრე იყოს“, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ "იმედის დილის" ეთერში. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 472,109-ს შეადგენს. სულ COVID-19-ს 21,308 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 114,870 განიკურნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system