თავში

ექიმი: ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ

ექიმი: ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ
ექიმი: ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ

ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ,- ამის შესახებ პედიატრმა, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ოგბაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. 

“27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში - 2741 შემთხვევა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან“, - განაცხადა თამარ ოგბაიძემ. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში - მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ”,- განაცხადა ოგბაიძემ.

პედიატრმა ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად სწრაფი გავრცელებისა და მძიმე მიმდინარეობისა, ვირუსი ყველა შემთხვევაში სიკვდილიანობას არ იწვევს. 

"ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ყველა შემთხვევაში სიკვდილობას, რა თქმა უნდა, არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. გართულება არის ფილტვის ანთება, საკმაოდ მძიმე პნევმონია ახასიათებს, შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით ან თირკმლის უკმარისობით”,- განაცხადა ოგბაიძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 4515-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის ვირუსს 106 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 26 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 1771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობას დროებით, ჩინეთიდან ფრენების შეჩერება მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, ჩინეთიდან ფრენები აიკძალება და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system