თავში

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - განახლებულია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - განახლებულია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

,,საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

როგორც Report.ge-ს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე შექმნილი საზოგადოებრივ-საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ განუცხადა, ექიმი ოჯახის წევრებს ჯერ არ შეხვედრია.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავა. 

ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

20 დეკემბერს კი ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system